ახალი ამბები

ევროკომისარი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით შუამავლობაზე საუბრობს

”ჩვენ ვხედავთ, რომ იქ [საქართველოს კონფლიქტურ ზონებში] შესაძლოა იყოს შეიარაღებული კონფლიქტი, თუ ჩვენ არ განვმუხტავთ დაძაბულობას,” – იტყობინება 11 ივლისს AFP საგარეო ურთიერთობებში ევროკომისრის ბენიტა ფერერო-ვალდნერის სიტყვებზე დაყრდნობით. 

ბრიუსელში განთავსებულ ორგანიზაციაში ”ევროპული პოლიტიკის ცენტრი” კონფერენციაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით შექმნილი ”კვარტეტის” მსგავსი რამ არის საჭირო საქართველოსა და რუსეთის დაახლოებისთვის სხვა მხარეებთან –  ევროკავშირი და ეუთო – ერთად.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ამგვარი ფორმატი ”საშუალებას მისცემდა საქართველოს და აფხაზეთს პირდაპირ ესაუბრონ ერთმანეთს, რადგანაც დღემდე მათ ნაკლებად თუ უსაუბრიათ ერთმანეთთან”.

”ინტერფაქსი” იტყობინება 11 ივლისს რუსეთის ”დიპლომატიურ წყაროზე” დაყრდნობით, რომ რუსეთი წინააღმდეგია დასავლური შუამავლობისა თბილისთან ურთიერთობებში.

”ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს ვინმეს შუამავლობისთვის,” – განაცხადა წყარომ, ”ჩვენ პირდაპირი დიალოგი გვაქვს საქართველოსთან; ჩვენ გვაქვს კონტაქტები”.

საქართველომ 10 ივლისს განაცხადა, რომ ელჩის გამოწვევას გეგმავს მოსკოვიდან მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა, რომ სამხრეთ ოსეთის თავზე საქართველოს საჰაერო სირვცე დაარღვია.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 6 ივნისს განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, რომ ორმა ქვეყანამ უნდა გააუმჯობესონ ურთიერთობები დასავლური შუამავლობის გარეშე. 

 

Back to top button