
რუსეთი არ აპირებს 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას
რუსეთი არ გააუქმებს 16 აპრილის გადაწყვეტილებას, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს, იტყობინება ”ინტერფაქსი” დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით 11 ივლისს.
ვლადიმერ პუტინის 16 აპრილის განკარგულებამ თბილისის გულისწყრომა გამოიწვია. საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო ეს გადაწყვეტილება და მოსკოვს მისი გაუქმებისკენ მოუწოდა.
”ინტერფაქსი” ასევე იტყობინება ”დიპლომატიურ წყაროზე” დაყრდნობით, რომ რუსეთი წინააღმდეგია დასავლური შუამავლობისა თბილისთან ურთიერთობებში.
”ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს ვინმეს შუამავლობისთვის,” – განაცხადა წყარომ, ”ჩვენ პირდაპირი დიალოგი გვაქვს საქართველოსთან; ჩვენ გვაქვს კონტაქტები”.
საქართველომ 10 ივლისს განაცხადა, რომ ელჩის გამოწვევას გეგმავს მოსკოვიდან მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა, რომ სამხრეთ ოსეთის თავზე საქართველოს საჰაერო სირვცე დაარღვია.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 6 ივნისს განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, რომ ორმა ქვეყანამ უნდა გააუმჯობესონ ურთიერთობები დასავლური შუამავლობის გარეშე.