
ახალი ამბები
სეპარატისტმა ლიდერებმა მოსკოვში შეხვედრა გამართეს
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა, სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა 10 ივლისს მოსკოვში შეხვედრა გამართეს.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ბაღაფშმა და კოკოითმა ორივე რეგიონში დაძაბულობის ზრდის ფონზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
10 ივლისს ბაღაფში მოსკოვში ასევე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.