
ახალი ამბები
ეკა ტყეშელაშვილი ლატვიას ეწვევა
11–12 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ლატვიას ეწვევა.
დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან, სეიმის თავმჯდომარესთან გუნდარს დაუძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მარის რეკსტინსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ შეთანხმებას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა უვიზო მიმოსვლის შესახებ და ასევე შეთანხმებას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან ცხოვრების უფლების არ მქონე პირთა რეადმისიის შესახებ.