
ახალი ამბები
კონდოლიზა რაისი ქართველ ოპოზიციონერებს შეხვდება
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თბილისში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება, აცხადებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.
შეხვედრას დაესწრებიან გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების, ასევე ლეიბორისტების და რესპუბლიკელების ლიდერები.
სახელმწიფო მდივანი თბილისში დღეს საღამოს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები საქართველოს ხელმძღვანელობასთან 10 ივლისს არის დაგეგმილი.