
ახალი ამბები
ოთხი ქართველი სამხედრო გათავისუფლებულია
ოთხი ქართველი სამხედრო სამხრეთ ოსეთის მხარემ უკვე გაათავისუფლა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ამ წუთებში სამხედროები გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ.
ქართველი სამხედროები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამართალდამცავებმა გასულ ღამეს კონფლიქტის ზონაში დააკავეს. მათ ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა და წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს. ცხინვალის განცხადებით, სამხედროები სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ. თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს მტკიცება და განაცხადა, რომ მისი ლოგისტიკის ბატალიონის ოთხი სამხედრო ”სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ კავკასიური მებრძოლებისგან შემდგარმა უკანონო შეიარაღებულმა ბანდფორმირებამ გაიტაცა”.