
ახალი ამბები
რაისი: რუსეთის ქმედებები დაძაბულობას ზრდის
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც 9 ივლისს თბილისში ჩამოდის, განაცხადა, რომ რუსეთის ზოგიერთმა ბოლო დროინდელმა ქმედებამ გაზარდა დაძაბულობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში.
”გულწრფელად რომ ვთქვა, ზოგიერთმა ქმედებამ, რომელიც რუსეთმა ბოლო თვეების მანძილზე განახორციელა, დაძაბულობა შემატა რეგიონს,” – განაცხადა რაისმა 8 ივლისს პრაღაში ჩასვლისას, იტყობინება ”როიტერი”.
”საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მას უნდა მოეპყრან როგორც ასეთს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველომაც და რუსეთმაც უნდა აიცილონ თავიდან პროვოკაციული ქმედებები,” – დასძინა მან.