ახალი ამბები

თბილისი გალსა და ოჩამჩირეში ერთობლივი პოლიციის შექმნისკენ მოუწოდებს

საქართველოს მთავრობამ დაგმო თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ბოლო დროს მომხდარი აფეთქებების სერია, მათ შორის გალის ინციდენტი, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.

“ეს ძალადობრივი აქტები იმ ძალების ინტერესებში შედის, ვისაც სურს საქართველოში უკანონოდ შემოყვანილი რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის გახანგრძლივება, ვინც ეწინააღმდეგება რეგიონის დემილიტარიზაციას და მშვიდობის დამყარებას, ვისაც სურს შეაფერხოს საქართველოს სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ,” –  ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, რომელიც 7 ივლისს გამოქვეყნდა.

”აფხაზეთის რეგიონში ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მთავრობა კვლავაც ადასტურებს თავის მზადყოფნას გალისა და ოჩამჩირის რაიონებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პირობებში, იქ შეიქმნას შერეული ადგილობრივი საპოლიციო ძალები, რომლებიც საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, ქმედითად განახორციელებს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის ფუნქციას,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

Back to top button