
ახალი ამბები
ევროკავშირი შეშფოთებულია კონფლიქტურ რეგიონებში დაძაბულობის ზრდის გამო
ევროკავშირის საფრანგეთის თავმჯდომარეობამ გალში 6 ივლისს მომხდარი აფეთქების გამო, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ”ღრმა შეშფოთება” გამოხატა.
”ინციდენტების რაოდენობის მომატებისა და საქართველოს კონფლიქტების ზონებში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ევროკავშირის თავმჯდომარეობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს უკიდურესი თავშეკავება გამოიჩინონ და განაახლონ დიალოგი რაც შეიძლება სწრაფად, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალადობის შემდგომი ესკალაცია,” – ნათქვამია ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიერ 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.