skip to content
ახალი ამბები

ნატოს გაფართოება ”წითელი ხაზია” რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში – კრემლის წარმომადგენელი

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავის ამერიკელ კოლეგასთან ჯორჯ ბუშთან შეხვედრაზე, რომელიც იაპონოაში დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში გაიმართება,  წამოწევს საკითხს, რომ მოსკოვი წინააღმდეგია საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში სერგეი პრიხოდკომ.

”რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოება არსებობს ”ევროპულ არენაზე” – ეს არის [უთანხმოება] კოსოვოს საკითხზე და ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის საკითხზე CFE ხელშეკრულების კონტექსტში [ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება], ასევე საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გეგმაზე,” – იტყობინებიან ”ინტერფაქსი” და ”რია ნოვოსტი” პრიხოდკოს სიტყვებზე დაყრდნობით 6 ივლისს.

”ჩვენთვის ეს არის ”წითელი ხაზი” შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის ალიანსთან და კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან,” – დასძინა მან, ”ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტი გაახმოვანებს ამ პოზიციას ჯორჯ ბუშთან დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში შეხვედრაზე”. 

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button