
ოსური მხარის მტკიცებით ერთი ადამიანი დაიჭრა სროლების შედეგად
ოსური წყაროების ცნობით ერთი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც ოსური მხარის საგუშაგოს ცხინვალის სიახლოვეს ცეცხლი გაუხსნენ.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაიხსნა ქართული სოფელ ერგნეთიდან.
ამავე ინფორმაციით, გასულ ღამესვე, თავდასხმა მოხდა სოფელ უბიათთან განლაგებულ ოსურ საგუშაგოზეც.
ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის მტკიცებით, ოსურ მხარეს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია.
საპირისპიროს იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
”6 ივლისს, დაახლოებით [ღამის] 1 საათზე, ქართულ-ოსური კოფლიქტის ზონაში, ოსმა სეპარატისტებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს სოფელ ნულთან მდებარე პოლიციის საგუშაგოს, ამავდროულად სეპარატისტების მიერ ნაღმმტყორცნების საშუალებით ცეცხლი გახსნილ იქნა სოფელ კეხვის მიმართულებით. ქართულ მხარეს პროვოკაციისთვის არ უპასუხია. სროლის შედეგად მსხვერპლი და ზარალი არ არის,” – აღნიშნული შსს-ს განცხადებაში.