
ევროპის სასამართლო ლეიბორისტების საქმეზე გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეზე ”ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ” 8 ივლისს მიიღებს, განაცხადა სტრატსბურგში განთავსებულმა სასამართლომ პარასკევს.
ლეიბორისტული პარტია მოითხოვს 2 მილიარდი ევროს ოდენობის არაფულადი ზარალის ანაზღაურებას, იმისათვის რომ 2004 წლის 28 მარტის არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების შედეგად პარტია პარლამენტში არ შეუშვეს.
8 ივლისს ევროპის სასამართლო ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს წინააღმდეგ აღძრულ მეორე საქმეზე. საქმე აღძრა საქართველოს მოქალაქემ კობა გიგოლაშვილმა, რომელიც 2003 წლის დეკემბერში დააპატიმრეს და ქურდობაში და მკვლელობაში დასდეს ბრალი. გიგოლაშვილი აცხადებს, რომ 2004 წლის 5 მაისიდან იგი უკანონო წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, მისი თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება დაირღვა.