ახალი ამბები

დნესტრისპირეთის ლიდერი ცხინვალს სტუმრობს

დნესტრისპირეთის ლიდერი იგორ სმირნოვი ამჟამად ცხინვალში იმყოფება, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

სმირნოვი ცხინვალში 3 ივლისს საღამოს ჩავიდა და თვითგამოცხადებული რეგიონის ხელმძღვანელობას, მათ შორის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.

იმავდროულად, საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საპარლამენტო ასამბლეის სხდომა 7 ივლისს სოხუმში გაიმართება.

ეს ორგანიზაცია, რომელიც თვითგამოცხადებულ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და დნესტრისპირეთს აერთიანებს, 2006 წლის ივნისში შეიქმნა. 

 

Back to top button