ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ დმენისში 3 ივლისს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ადგილობრივი მილიციის უფროსი ნოდარ ბიბილოვი დაიღუპა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

თვითგამოცხადებული რეგიონის ხელისუფლების თქმით, ეს იყო ქართული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ”ტერორისტული აქტი”. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ ბიბილოვი ადრეც გამხდარა სამიზნე, როდესაც იმავე სოფელში თებერვალში მომხდარი აფეთქების შედეგად ის მსუბუქად დაშავდა.   

Back to top button