
ახალი ამბები
იაკობაშვილი აშშ-ში შეხვედრებს მართავს
თემურ იაკობაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 26 ივნისს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა, სადაც კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, თემურ იაკობაშვილი შეხვედრებს გამართავს ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში და ასევე შეხვდება ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში.
სახელმწიფო მინისტრი თბილისში 8 ივლისს დაბრუნდება.