ახალი ამბები

ქართული მხარე სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ორი წინაპირობის შესრულებას მოითხოვს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით სამშვიდობო პროცესის დაწყება შეუძლებელია, ვიდრე რუსეთი აფხაზეთიდან დამატებით ძალებს არ გაიყვანს და არ გააუქმებს 16 აპრილის გადაწყვეტილებას.

”უნდა შესრულდეს ის პირობები, რომელსაც ქართული მხარე ითხოვს –  ეს არის რუსეთის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან და 16 აპრილის უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღება,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ”სანამ ეს პროცესები არ მოხდება, ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა განწირულია დამარცხებისთვის იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ქვეყნის ანექსიასთან და ოკუპაციასთან და ჩვენ გველაპარაკებიან, რომ ამ ფონზე რაღაც სამშვიდობო პროცესი ვაწარმოოთ – ეს შეუძლებელია”. 

16 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ლეგალიზების შესახებ, ხოლო აპრილის ბოლოს რუსეთმა აფხაზეთში სამშვიდობო კონტიგენტი 545 სამხედროთი თბილისთან შეუთანხმებლად გაზარდა. ამ ნაბიჯების გამო, რაც ”ანექსიად” შეფასდა, ქართული მხარე იძულებულია მოითხოვოს იმ სტატუს კვოს აღდგენა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებების აღსრულებამდე იყო. 

 

 

Back to top button