
ახალი ამბები
ახალი მემარჯვენეების ლიდერები პარიზში გაემგზავრნენ
ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, ასევე ფიქრია ჩიხრაძე და გიორგი მოსიძე 25–26 ივნისს პარიზში საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ლიდერთა კონგრესში მიიღებენ მონაწილეობას.
კონგრესს, რომელიც მემარჯვენე პარტიათა მსოფლიო გაერთიანებას წარმოადგენს, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მასპინძლობს.
ახალი მემარჯვენეების პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის წევრად პარტია 2005 წლის ვაშინგტონის კონგრესზე მიიღეს.