ახალი ამბები

სააკაშვილი გერმანიას სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი 23 ივნისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სააკაშვილის შეხვედრა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.  

გერმანიის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი პარიზში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ორგანიზაცია მსოფლიოს ცენტრისტულ და მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიებს აერთიანებს. ამ კავშირის წევრია ნაციონალური მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები. პარიზში 25-26 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაში ასევე მიიღებს მონაწილეობას ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე.   

Back to top button