
HSBC საქართველოში საქმიანობას იწყებს
HSBC-ის სათაო ოფისი თბილისში. ფოტო: HSBC-ის ვებ-გვერდი
|
HSBC საბანკო ოპერაციებს საქართველოში 23 ივნისიდან იწყებს, განაცხადა ბანკმა 19 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
HSBC, რომელმაც საბანკო ლიცენზია შარშან ივლისში მოიპოვა, სახელწოდებით HSBC Bank Georgia იმოქმედებს.
”შარშან მშპ-ს 10%-ის გადაჭარბების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემოდინების და ძალიან წარმატებული სტრუქტურული რეფორმების განხორციელების ფონზე, გვჯერა, რომ მთელი დსთ-ს მასშტაბით საქართველო ზრდის საუკეთესო შესაძლებლობებს გვთავაზობს,” – განაცხადა ბანკის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ტონი ტერნერმა.
ბანკის ცენტრალური ოფისი რუსთაველის გამზირზე განთავსდება, ხოლო მისი ფილიალი გამსახურდიას გამზირზე.
ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი, რომელიც თავდაპირველად 44 ადგილობრივ პროფესიონალ კადრს დაასაქმებს, სთავაზობს ”საცალო და კომეციული პროდუქტების და მომსახურების მთელ სპექტრს”.