skip to content
ახალი ამბები

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ რუსული მობილური ოპერატორი დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ რუსული მობილური ოპერატორი ”მეგაფონი” დააჯარიმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არალიცენზირებული საქმიანობის გამო.

კომისიის მიერ 11 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, მეგაფონმა 5 000 ლარის ჯარიმა უნდა გადაიხადოს 30 დღის ვადაში.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ასევე განაცხადა, რომ ქართულმა მობილურმა ოპერატორებმა – ”მაგთიმ” და ”ჯეოსელმა” – საჩივრით მიმართეს კომისიას. მათი თქმით, ისინი ”მნიშვნელოვან” ზარალს განიცდიან რეგიონში 2004 წლიდან მეგაფონის ”არალიზენზირებული ოპერაციების” გამო. 

”როიტერის” ცნობით, მეგაფონმა უარყო, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებს და განაცხადა, რომ ვერ დაუშლის ხალხს მისი მომსახურებით ისარგებლონ ჩრდილოეთ ოსეთში განთავსებული სადგურების საშუალებით.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button