
ახალი ამბები
დავით ბაქრაძე ილჰამ ალიევს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია 18-19 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის ოქტაი ასადოვის მიწვევით იმყოფებოდა, სადაც დაესწრო აზერბაიჯანული საკანონმდებლო ორგანოს 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.