We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სააკაშვილი ბრიუსელში სოლანას შეხვდება

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა 19 ივნისს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

”შეხვედრაზე განხილული იქნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოში და ზოგადად კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები,” – იტყობინება სოლანას პრესსამსახური 18 ივნისს.

ეს უკვე მეორე შეხვედრა იქნება სოლანას და სააკაშვილს შორის ბოლო ორი კვირის მანძილზე. 5-6 ივნისს სოლანა საქართველოს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე ჩავიდა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. 

Back to top button