ახალი ამბები

ქართულმა მხარემ რუსი სამშვიდობოები გაათავისუფლა

ქართულმა მხარემ 17 ივნისს დაკავებული ოთხი რუსი სამშვიდობო დღეს გაათავისუფლა.

თუმცა, ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩამორთმეული საბრძოლო შეიარაღება, მათ შორის ფაგოტის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები და უმართავი საჰაერო რაკეტები, რუსეთის სამშვიდობო ძალებს არ დაუბრუნდათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის არსებული შეთანხმებების დარღვევა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარე გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყვეტს დაუბრუნოს თუ არა სამშვიდობოებს შეიარაღება. 
 

 

 

Back to top button