ახალი ამბები

კვლევა: შეხედულება, რომ ბევრს პოლიტიკური აზრის გამოხატვის ეშინია, გაიზარდა საქართველოში

Gallup-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად,  რომელიც მიმდინარე კვირას გამოქვეყნდა, მოსახლეობის ვარაუდი, რომ ქვეყანაში ხალხის უმეტესობას ან ბევრს ეშინია ღიად დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, ”მნიშვნელოვნად” გაიზარდა 2006 და 2007 წლების პერიოდში.

კვლევა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჩატარდა და მასში ნათქვამია: ”ყველაზე სერიოზული ზრდა დაფიქსირდა საქართველოსა და უკრაინაში; თითოეულ ქვეყანაში 2006 წელთან შედარებით 2007 წელს თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი აცხადებდა, რომ მათი თანამოქალაქეების უმეტესობას ან ბევრ მათგანს ეშინიათ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა”.

საქართველოში ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტად გაიზარდა 2006 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ და 2007 წელს 55%-ს მიაღწია, ნათქვამია კვლევაში.

თითოეულ ქვეყანაში 1 000 რესპონდენტს კითხეს: ”თქვენი აზრით, თქვენს ქვეყანაში რამდენ ადამიანს, თუ ასეთები არსებობენ, ეშინია ღიად გამოხატოს თავისი  პოლიტიკური შეხედულებები?” 

Back to top button