
ახალი ამბები
ბუშმა და მერკელმა საქართველოს შესახებ ისაუბრეს
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 11 ივნისს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ”პროვოკაციებზე” იმსჯელეს.
”რაც შეეხება საქართველოს, მათ ისაუბრეს რეგიონში რუსული პროვოკაციებით გამოწვეული რისკის ესკალაციის თაობაზე და ასევე ისაუბრეს იმ ერთობლივი მუშაობის გზებზე, რაც დაეხმარება რეგიონში დაძაბულობის შემცირებას,” – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილემ ჯუდი ენსლიმ 11 ივნისს. მან ეს განცხადება თვითმფრინავში, ბერლინიდან რომის გზაზე გააკეთა.
აშშ-მ უკვე რამდენჯერმე მოუწოდა რუსეთს ”გადახედოს თავის პროვოკაციულ ქმედებებს”, რომელიც მან აფხაზეთთან მიმართებაში განახორციელა.