ახალი ამბები

მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი

ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მთავრობის გადახალისება მოსალოდნელია, თუმცა დეტალებზე საუბარს თავი აარიდეს.

”რამდენადაც ვიცი ცვლილებები იქნება მთავრობაში,”- განაცხადა თემურ იაკობაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის რამდენად მასშტაბური იქნება ეს ცვლილებები.

”რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის,”- განაცხადა გია ბარამიძემ, ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

მედიით გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით შესაძლოა ცვლილებები შეეხოს რამდენიმე მინისტრს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს და ეკონომიკის მინისტრს ეკა შარაშიძეს.  

დეპუტატმა კობა სუბელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე არ გამორიცხა, რომ ის შეიძლება დაუბრუნდეს ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრის დღემდე ვაკანტურ თანამდებობას.

 

Back to top button