ახალი ამბები

ლუჟკოვი საქართველოში ჩამოსვლის აზრს ვერ ხედავს

მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს მიაჩნია, რომ საქართველოში ჩამოსვლას მისი ახლანდელი ხელისუფლების პირობებში აზრი არ აქვს.

”აზრი არ აქვს საქართველოში ჩასვლას, სანამ მის სათავეში დგას ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია არც ერთი საკითხის რაციონალურად მოგვარება და რომელთანაც, ამ მიზეზის გამო, არაფერია განსახილველი,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” ლუჟკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

რამდენიმე დეპუტატმა მმართველი პარტიიდან 9 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

ლუჟკოვმა 7 ივნისს განაცხადა, რომ თბილისმა კონფლიქტების მოგვარების მიზნით უნდა აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

 

Back to top button