ახალი ამბები

ახალი მემარჯვენეების წევრი პოლიტიკიდან მიდის

ახალი მემარჯვენეების წევრმა ირაკლი იაშვილმა 9 ივნისს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.

მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ უკვე წელიწადზე მეტია რაც პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ეს ადრე არ გააკეთა, რადგანაც ”პოლიტიკური აქტიურობის პიკი” იყო. მან ასევე განაცხადა, რომ ბიზნეს საქმიანობას უბრუნდება.

1999 წელს პარლამენტში მოსვლამდე, იაშვილი იყო Georgian Trans Expedition-ის გენერალური დირექტორი. ამ კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა ტვირთების ტრანსპორტირება.

Back to top button