ახალი ამბები

”იმედი” საინფორმაციო გამოშვებებს ივნისის ბოლოდან განაახლებს

ტელეკომპანია ”იმედის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია საინფორმაციო გამოშვებების განახლებას ივნისის ბოლოდან გეგმავს. 

გაზეთ ”რეზონანსთან” მოკლე ინტერვიუში, რომელიც 9 ივნისს გამოქვეყნდა, ბარათაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს გეგმა განხორციელდება, თუ იმ დროისათვის რაიმე ტექნიკურ პრობლემებს არ ექნება ადგილი. ”ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ყველა საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა გვექნება,” – დასძინა ბარათაშვილმა. 

ტელეკომპანია ”იმედმა” ნაწილობრივი მაუწყებლობა მაისის ბოლოს განაახლა, თუმცა დღემდე ტელეკომპანიის ეთერში მხოლოდ მხატვრული ფილმები და სერიალები გადის.

Back to top button