
ოპოზიცია ახალი პარლამენტის სხდომის დანიშვნის ფონზე აქციისკენ მოუწოდებს
რვა პარტიის ოპოზიციურმა კოალიციამ და ლეიბორისტულმა პარტიამ მოუწოდა მხარდამჭერებს შუაღამისას პარლამენტის გარეთ შეიკრიბნონ. ამ მოწოდებას წინ უძღოდა ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა 7 ივნისს.
”რვა პარტიის ოპოზიციური კოალიციის სახელით, მოგიწოდებთ საპროტესტო აქციის გამართვისკენ; ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტის წინ და ხვალ დილის 9 საათზე, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ პარლამენტის წინ,” – განაცხადა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან 6 ივნისს გვიან საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში საუბრისას. ”ეს იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. არ იქნება ძალადობა… ჩვენ ათიათასობით ადამიანს ველოდებით… ასიათასობით ადამიანს, რომელიც შეიკრიბება აქ [პარლამენტის წინ]; მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ პარტიას, რომელიც აცხადებს, რომ ხმების 60% მიიღო, მოუწევს პარლამენტში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით”.
მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა მიაღწიოს განმეორებით საპარლამენტო არჩევნებს საპროტესტო აქციების გზით.