ახალი ამბები

სოლანა თბილისს და სოხუმს ეწვევა

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა 5-6 ივნისს საქართველოს ეწვევა, იტყობინება სოლანას პრესსამსახური.

ვიზიტის ფარგლებში სოლანა ასევე ესტუმრება სოხუმს და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

5 ივნისს სოლანა ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ლადო გურგენიძესთან და დავით ბაქრაძესთან, რომელიც სავარაუდოდ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გახდება.

 

Back to top button