We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ნათელაშვილი პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტებს აკრიტიკებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტები ლეხ კაჩინსკი და ვალდას ადამკუსი პრეზიდენტ სააკაშვილისადმი მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

”კაჩინსკი და ადამკუსი – ეს ორი [პოლიტიკურად] გაბანკროტებული პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატები არიან,”- განაცხადა ნათელაშვილმა ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში 2 ივნისს.

მან ასევე განაცხადა, რომ პოლონეთში ნამდვილი დემოკრატიაა, რადგან პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ კაჩინსკის მოწინააღმდეგე პარტიიდანაა. ”მაგრამ ისინი აქ სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს უჭერენს მხარს,”- განაგრძო ნათელაშვილმა, ”იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ აქ ისეთი ვინმე, ვინც მათ მაგივრად შეუყეფს რუსეთს”.

Back to top button