
ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში მიემგზავრება
3 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 4-დღიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნინო ბურჯანაძე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ჰანს-გერტ პოტერინგთან ერთად კონფერენციას – ”ერთად მომავალი 50 წლის მანძილზე” – გახსნის, სადაც
ევროპის სამეზობლო პოლიტიკას და აღმოსავლეთის მიმართულებით გრძელვადიან პრიორიტეტებს განიხილავენ.
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში 7 ივნისს დაბრუნდება.