ახალი ამბები

თბილისში ოპოზიციის მხარდამჭერი სცემეს

ახალი მემარჯვენეების მხარდამჭერს გიორგი თავდგირიძეს თბილისში მისივე საცხოვრებელ სახლთან ახლოს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

თავდგირიძე, რომელიც სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორია, თავის არეში ტრამვებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო დღეების განმავლობაში სულ ცოტა ოთხი სხვა ასეთი შემთხვევის შესახებ იუწყებოდა ქართული მედია.

ახალი მემარჯვენეების განცხადებით, ეს უკანასკნელი ინციდენტი, წინამორბედების მსგავსად, ხელისუფლების დაკვეთაა და ემსახურება მათი მომხრეების დაშინებას პარლამენტის შეკრების დღეს დანიშნული ფართომასშტაბიანი აქციის წინ. 

 

Back to top button