ახალი ამბები

გამყრელიძე კრიზისის დასაძლევად ხელისუფლებას გამოსავალს სთავაზობს

ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება რამდენიმე ოლქში არჩევნების სადაო შედეგებს გააუქმებს, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტირებაზე უარი თქვას.

ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა ხაზის გაუსვა, რომ ეს მისი კერძო ინიციატივაა და არ არის შეთანხმებული რვა პარტიის ოპოზიციური ბლოკის დანარჩენ სუბიექტებთან.

ახალი მემარჯვენეების ლიდერის ვარაუდით, თუ ”ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხეში, მარნეულში და ა.შ” გაუქმდება ”ტოტალურად” გაყალბებული საარჩევნო შედეგები, მმართველ პარტიას მოაკლდება პროცენტები ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების  – გაერთიანებული ოპოზიცია, ლეიბორისტული პარტია, ქრისტიან-დემოკრატები – სასარგებლოდ.

შესაბამისად, გამყრელიძის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა აღარ ეყოლება, ოპოზიციის კვოტა კი 30-დან 60 დეპუტატამდე გაიზრდება.

”ეს იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა უნდა ჩავიდეს 100 მანდატს ქვემოთ,”- განაცხადა გამყრელიძემ, ”ეს იქნება გარანტი იმისა, რომ კონსტიტუცია მაინც ვერ შეიცვლება ერთი პარტიის და მისი ლიდერის სურვილის მიხედვით, ეს იქნება გარანტია, რომ ამ ქვეყანაში ბიუჯეტი და საბიუჯეტო პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე და ეს იქნება გარანტი, რომ მედიას მეტი გარანტიები ექნება თავისუფლად მუშაობის; ეს იმას ნიშნავს, რომ გაჩნდება გარკვეული გარანტიები თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბების და მომავალში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა”.

”ძალთა ბალანსი, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, უნდა აღდგეს და ეს ბალანსი იქნება იმედი იმისა, რომ წინ წავალთ დემოკრატიისა და განვითარების თვალსაზრისით და არა უკან. ჩვენ დღეს დავიხიეთ უკან,” – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან კომპრომისის შემთხვევაში, ის შეეცდება ოპოზიციონერი პარტნიორების დარწმუნებას, რომ  ”არ ღირს ბრძოლის პარლამენტს გარეთ გადატანა”.

თუმცა მან ასევე განაცხადა: ”მე ვერ ვატყობ ვერანაირ სურვილს ხელისუფლებისა, რომ გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს და წავიდეს დათმობაზე ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, ოპოზიციასთან კი არა, თავის ხალხთა

Back to top button