ახალი ამბები

ოპოზიციის აქტივისტებს თავს დაესხნენ

ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების აქტივისტებზე თავდასხმის სამი დამოუკიდებელი შემთხვევა მოხდა, იუწყება ქართული მედია. 

თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს დაჩი ჯღარკავასა და ამირან იობაშვილს უცნობი ნიაღბიანები დაესხნენ თავს თავიანთ სახლებთან ახლოს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი თბილისის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

მესამე შემთხვევა გორში მოხდა, სადაც უცნობი პირები თავს დაესხნენ რესპუბლიკური პარტიის  აქტივისტს რამინ აბულაძეს. დაზარალებული მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწრორებად აფასებს.

Back to top button