skip to content
ახალი ამბები

ვიცე-სპიკერის თქმით, ბაქრაძე პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გახდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც ხელახლა იქნა არჩეული პარლამენტში მმართველი პარტიის სიით, განაცხადა, რომ დავით ბაქრაძე პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გახდება.

ქართული მედიის ვარაუდით, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის ლიდერი იყო 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა კვლავ თავის ძველ თანამდებობას დაუბრუნდეს.

თუმცა, მიხეილ მაჭავარიანმა 28 მაისს ტელეკომპანია ”მზეს” განუცხადა, რომ მას დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ დავით ბაქრაძე პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გახდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button