ახალი ამბები

რუსი სამშვიდობო მსუბუქად დაიჭრა

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოს უცნობმა პირმა დანით მსუბუქი ჭრილობა მიაყენა, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით.

ინციდენტი, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობამ ”ხულიგნობად” შეაფასა, ზუგდიდის რაიონში მოხდა.

დღესვე ტელეკომპანია ”რუსთავი 2” იტყობინებოდა, რომ სამშვიდობო ძალების ეთნიკურ რუს და ეთნიკურ ჩეჩენ სამხედროებს შორის შელაპარაკების შედეგად ერთი რუსი სამშვიდობო დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით. ქართული ტელეკომპანიები დროდადრო გადასცემენ ინფორმაციას რუს სამშვიდობოებს შორის კონფლიქტის ზონაში არსებული დაპირისპირების თაობაზე.
 

მსგავსი/Related

Back to top button