ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიცია დავითაიას პარტიამ დატოვა

პაატა დავითაიამ, რომელიც ცხრა ოპოზიციური პარტიის ბლოკში შემავალი პარტია ჩვენ თვითონ-ის ლიდერია, 26 მაისს განაცხადა, რომ მისმა პარტიამ დატოვა ეროვნული საბჭო სამოქმედო ტაქტიკაზე შეუთანხმებლობის გამო.

დავითაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულად ეთანხმება ეროვნულ საბჭოს პარლამენტის ბოიკოტირებაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, მას განსხვავებული პოზიცია აქვს და ეწინააღმდეგება ოპოზიციის მიერ ”ალტერნატიული პარლამენტის” შექმნის გეგმებს.

დავითაიამ, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის სიით იქნა არჩეული, ”რუსთავი 2” პოლიტიკურ თოქ-შოუ Primetime-ში ჩართვისას განაცხადა: ”მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ არ უნდა შევიდეთ ამ პარლამენტში, რომელიც გაყალბებული არჩევნების გზით იქნა არჩეული. მაგრამ მე ვერასოდეს დავთანხმდები ალტერნატიული სტრუქტურების შექმნას… მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მე საპარლამენტო მანდატზე უარს ვამბობ”.

დავითაიას ამ გადაწყვეტილებით კოალიცია უკვე რვა პარტიისგან შემდგარი გაერთიანებაა.

ყოფილმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა დავითაიას გადაწყვეტილების შეფასებისას ხაზი გაუსვეს იმ მომენტის მნიშვნელობას, რომ პარტია ჩვენ თვითონ არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

მსგავსი/Related

Back to top button