ახალი ამბები

რუსეთის ელჩი გაეროს დასკვნაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 26 მაისს განაცხადა, რომ 20 აპრილის ინციდენტის ”ძირეული მიზეზი” არის ის ფაქტი, რომ საქართველო უკანონო ფრენებს ახორციელელებს კონფლიქტის ზონის თავზე.

გაეროს დამკვირვებელთა მისიამ, რომელმაც ინციდენტი გამოიძია, 26 მაისს გამოქვეყნებულ დასკვნაში განაცხადა, რომ ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო გამანადგურებელმა, ”რომელიც რუსეთის საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა”.

”ნებისმიერ ისტორიაში უნდა მოიძებნოს მთავარი მიზეზი. როდესაც არსებობს მთავარი მიზეზი, შედეგიც ძალიან ნათელი ხდება. ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ის არის, რომ უპილოტო თვითმფრინავი არ უნდა შეფრენილიყო იქ. იქ სიტუაცია ძალიან არამშვიდია, ჯერჯერობით,” – განუცხადა კოვალენკომ ჟურნალისტებს.
 

 

Back to top button