ახალი ამბები

გამყრელიძე მოუწოდებს ეკლესიას არ ითამაშოს პოლიტიკური შუამავლის როლი

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს ოპოზიციის ლიდერები უარი თქვათ პარლამენტის ბოიკოტირებაზე, მათ შორის ”მოსყიდვის და დაშინების” გზითაც. მისი თქმით, ხელისუფლება ასევე ცდილობს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჩართოს ამ პროცესში.

”სახელმწიდო მანქანა ჩაირთო როგორც კი ჩვენ განვაცხადეთ ახალი პარლამენტის ბოიკოტირების თაობაზე ჩვენი გეგმების შესახებ,” – განაცხადა გამყრელიძემ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე. ”არის მოსყიდვის, ტერორის და დაშინების მცდელობები, მათ შორის ზოგიერთი ჩვენი ლიდერის”.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოუწოდოს ოპოზიციას უარი თქვას ბოიკოტზე.

”ხელისუფლება განახორციელა რამდენიმე მცდელობა ქართული ეკლესიის და პირადად პატრიარქის ჩართვისა. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და გავაფრთხილო ისინი, ნუ შეეცდებიან პატრიარქის და ჩვენი დედა ეკლესიის ჩართვას; მისი ჩართვა პოლიტიკური პროცესში ამორალურია,” – განაცხადა გამყრელიძემ. ”ჩვენ ასევე ვთხოვთ პატრიარქს არ ჩაერთოს ამ პროცესში და ნუ ითამაშებს მედიატორის როლს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა; ეს არის ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია და ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ამ სტრატეგიაზე, რადგანაც ეს ჩვენი ქვეყნის მომავალს ემსახურება”.

ამასობაში, 25 მაისს პარტიის ”ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ განაცხადამ რომ ის დატოვებს ბლოკს, თუ ცხრა პარტიის ოპოზიციური კოალიციის ლიდერები 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ”არაკონსტიტუციურ ქმედებებს” განახორციელებენ. მან განმარტა, რომ არ დაეთანხმება სამხედრო აღლუმისთვის ხელისშეშლის ნებისმიერ მცდელობებს.

24 მაისს რადიო ”იმედის” ეთერში საუბრისას გამყრელიძემ განაცხად, რომ საპროტესტო აქციები ”ერთადერთი საშუალებაა ხელისუფლების შესაცვლელად”.

”ჩვენ არ უნდა დავუშვათ ახალი პარლამენტის შეკრება,” – განაცხადა გამყრელიძემ. ”ჩვენ მოვახერხებთ ამის გაკეთებას, თუ იქნება ფართომასშტაბიანი აქცია არა მხოლოდ 26 მაისს, არამედ იმ დღეს, როდესაც პარტლამენტი თავის პირველ სხდომას გეგმავს. ჩვენ არ უნდა შევუშვათ დეპუტატები შიგნით [პარლამენტის შენობაში]. ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, მოუწევს ან აქციის ძალადობრივად დაშლა, ან დათმობებზე წასვლა”.     

 

Back to top button