ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე გერმანიასა და ავსტრიას ეწვევა

26 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 5 დღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიასა და ავსტრიაში მიემგზავრება.

26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე აღლუმს, ხოლო ოპოზიცია ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. არჩევნების რეზულტატზე ბურჯანაძეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

პარლამენტი პრესსამსახურის ცნობით, ნინო ბურჯანაძე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანელ კოლეგას, ბუნდესტაგის თავმჯდომარეს, ნორბერტ ლამერტს შეხვდება. ავსტრიაში ასევე დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ში.

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში 30 მაისს დაბრუნდება.

 

Back to top button