ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიცია ტაქტიკაზე მსჯელობს

ცხრა პარტიის ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ერთობლივი ტაქტიკის შემუშავების მიზნით ამჟამად შეხვედრას მართავენ.

ოპოზიციური კოალიცია ახალი პარლამენტის ბოიკოტირების ვარიანტს განიხილავს, თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა ნათლად აღნიშნა, რომ ეს ვარიანტი მხოლოდ მაშინ იმუშავებს, თუ ბოიკოტს ასევე შეუერთდება ორი დანარჩენი პარტია (ლეიბორისტული პარტია და ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია), რომელთაც ასევე გადალახეს 5%-იანი ბარიერი.

ბლოკმა უკვე გამართა ცალ-ცალკე შეხვედრები ორივე პარტიის ლიდერებთან. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ იგი იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ბოიკოტს, თუ სხვებიც იგივეს გააკეთებენ. თუმცა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით უფრო თავშეკავებული ჩანს.

ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკის პრესსამსახურის ცნობით, კოალიციის ლიდერები 23 მაისს საღამოს 8 საათზე პარლამენტის წინ პრესკონფერენციას გამართავენ და თავიანთ გადაწყვეტილებას გაახმოვანებენ. 

 

Back to top button