ახალი ამბები

მმართველი პარტია 75-დან, სავარაუდოდ, 71 მაჟორიტარს გაიყვანს

წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია 75 მაჟორიტარული მანდატიდან, სავარაუდოდ, 71-ს მიიღებს.

ორ მაჟორიტარულ ოლქს იგებენ დეპუტატობის კანდიდატები ახალი მემარჯვენეებიდან (დიდუბის და ვაკის ოლქებში), რომლებიც ცხრა პარტიის ოპოზიციურმა ბლოკმა წარადგინა, ხოლო ორს რეპუბლიკური პარტიიდან ცაგერის და ყაზბეგის რაიონებში.

ამ შედეგების და ასევე პროპორციული სისტემით მიღებული ხმების საფუძველზე, მმართველ პარტიას სულ ცოტა 120 მანდატი ექნება ახალ პარლამენტში. ეს რაოდენობა საკმარისზე მეტია საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად.

მანდატების ორი-მესამედია საჭიროს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად.

 

Back to top button