
ახალი ამბები
ოპოზიცია სპორტის სასახლის წინ საპროტესტო აქციას მართავს
ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკის რამოდენიმე ათასი მხარდამჭერი სპორტის სასახლის წინ ამჟამად საპროტესტო აქციას მართავს.
აქციაზე ჯერ არ მისულან ოპოზიციური კოალიციის ლიდერები. თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა სპორტის სასახლის წინ ეკრანი დაამონტაჟეს, სადაც საარჩევნო დარღვევების შესახებ ვიდეომასალას უჩვენებენ.
ოპოზიციურმა ბლოკმა არჩევნების დამთავრებისას საპროტესტო აქციის გამართვა თვის დასაწყისში დაგეგმა.