ახალი ამბები

თბილისმა დსთ-ს აფხაზეთიდან უკანონოდ შეყვანილი რუსი სამშვიდობოების გაყვანა მოთხოვა

საქართველოს მხარემ მოითხოვა დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტისაგან დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების საფარქვეშ საქართველოში ”უკანონოდ” შეყვანილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასწრაფო გაყვანა.

შესაბამისი საპროტესტო ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს სამდივნოს 21 მაისს გაუგზავნა.

”კონფლიქტის ზონაში აფხაზეთში, საქართველო განლაგებული UNOMIG ის დამკვირვებელთა  მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჟან არნოს წერილიდან საქართველოს მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთში, საქართველო სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, შეყვანილ იქნა სადესანტო ბატალიონი, 50 სადესანტო ჯავშანმანქა – БМД-2 და ორი საარტილერიო ბატარეა, რომელთაგან  თითოეული შედგება 5 საარტილერიო დანადგარისაგან Д-30,”- ნათქვამია ნოტაში.

სწორედ ეს ინფორმაცია გახდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 29 აპრილს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დამატებით შეყვანილი რუსი სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნის საფუძველი. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული კონტიგენტი აფხაზეთში 545 სამხედრო მოსამსახურით გაზარდა და შედეგად, დღეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 2542 რუსი სამშვიდობო იმყოფება.

Back to top button