ახალი ამბები

საუბნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ტოვებენ კომისიებს – ცესკო

საარჩევნო უბნებში ოპოზიციონერი წევრები ”მასიურად” ტოვებენ კომისიებს და უარს ამბობენ ხმების დათვლის პროცესში მონაწილეობაზე, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

”არაფერი ამით არ დაშავდება, მხოლოდ 7 წევრს მოუწევს რეალურად სამუშაოს ჩატარება, რაც უნდა ჩაეტარებინა 13 ადამიანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს პროცედურა ჩატარდება ისევე ნორმალურად, როგორც ჩატარდა საქართველოში არჩევნები,”- განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა.

საარჩევნო კომისიების 13 წევრიდან 6 ოპოზიციის მიერ არის დანიშნული.

იმადროულად, ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის (კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი და ა.შ) არჩევნებზე დამკვირვებელმა კოალიციამ განაცხადა, რომ ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის გამო იძულებული გახდა ხმის დათვლის პროცედურის დაწყების წინ გამოეწვია თავისი 300 დამკვირვებელი უბნებიდან მათივე უსაფრთხოების ინტერესებით გათვალისწინებით.

Back to top button