ახალი ამბები

სადამკვირვებლო ორგანიზაციები მცირე დარღვევებზე მიუთითებენ

არჩევნებზე დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა ადგილი აქვს მცირე გადაცდომებს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების  – ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” – ხელმძღვანელების განცხადებით მასიურად შეინიშნება ის ფაქტი, რომ უბნებზე სიებში რეგისტრირებულ ამომრჩეველზე ნაკლები ბიულეტენებია დარიგებული.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელის თამარ ქაროსანიძის განცხადებით, მისმა დამკვირვებლებმა, რომლებიც არჩევნებს მონიტორინგს ქვემო ქართლის რეგიონში უწევენ, ყველაზე მეტი დარღვევა მარნეულში დააფიქსირეს, სადაც მისი თქმით, დამკვირვებელთა მიმართ გამძაფრებული აგრესია შეინიშნება.

Back to top button