ახალი ამბები

არჩევნები ”ნორმალურ” ვითარებაში მიმდინარეობს

საქართველოს მასშტაბით 21 მაისს დილის 8 საათზე 3 558 საარჩევნო უბანი გაიხსნა და არჩევნები ”ნორმალურ” ვითარებაში მიმდინარეობს, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენელმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა. 

დილის 9 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ერთადერთი ინციდენტი დაფიქსრიდა საგარეჯოს რაიონის 37-ე საარჩევნო უბანში.

მისი თქმით, ამ უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებს შორის შეკამათება მოხდა, ”თუმცა ინციდენტი უკვე ამოწურულია და არჩევნები ამჟამად ყველგან ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს”.  

Back to top button