ახალი ამბები

EBRD ბაზისბანკის აქციონერი გახდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ბაზისბანკის აქციათა 15%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა, განაცხადა ბაზისბანკმა 20 მაისს. გარიგების თანხის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

“ამ ნაბიჯით ჩვენ ხელს ვუწყობთ საშუალო ზომის კერძო ბანკის განვითარებას და კონკურენციის ზრდას საქართველოს საბანკო სექტორში,” – განაცხადა EBRD-ის ბიზნესჯგუფის დირექტორმა კურტ გეიზერმა.

ბაზისბანკი დაარსდა 1993 წელს. 2006 წელს მისი მთლიანი აქტივები შეადგენდა 78.3 მილიონ ლარს, ხოლო საერთო კაპიტალი – 15.1 მილიონ ლარს.

გასულ წელს EBRD-იმ საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (GRDC) აქციების 21% შეიძინა.ასევე გასულ წელს EBRD-იმ სადაზღვევი კომპანიის “იმედი L”-ის აქციების 34% შეიძინა.

Back to top button